ლუკა გუგეშაშვილი
Aa
Aa

გუგეშაშვილის მაგარი მატჩი - ატრომიტოსმა ბოლო 6 ტურში პირველად მოიგო

საბერძნეთის სუპერლიგის მორიგ ტურში ლუკა გუგეშაშვილის „ატრომიტოსმა“ „ლარისა“ 3:2 დაამარცხა, რაშიც უდიდესი წვლილი ქართველ მეკარეს მიუძღვის.

პირველ ტაიმში მასპინძლებმა „ლარისას“ კარში სამი უპასუხო გოლი გაიტანეს, მეორე ტაიმის დასაწყისში კი მოედნიდან „ატრომიტოსის“ ფეხბურთელი, სტივენ ცუბერი გააძევეს, რამაც გუგეშაშვილის გუნდს სერიოზულად გაურთულა ამოცანა.
მალევე, 51-ე წუთზე კონსტანტინოს აპოსტოლაკისმა ერთი გოლი გაქვითა, მე-80 წუთზე კი ლუბომირ ტუპტამ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, თუმცა „ატრომიტოსმა“ სტუმართა შეტევებს გაუძლო და 3 ქულა მოიპოვა.

გუგეშაშვილმა რამდენიმე ეპიზოდში შესანიშნავი რეაქცია აჩვენა და გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა. ლუკას თამაში Sofascore-მა 7.4 ქულით შეაფასა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 5 მოგერიება, 1 წარმატებული გამოსვლა კარიდან, 44 შეხება ბურთთან, 31-დან 17 ზუსტი პასი (55%) და 20-დან 6 ზუსტი გრძელი პასი.

გუგეშაშვილის მოგერიებები VS ლარისა

გუგეშაშვილის გუნდი 34 ქულით საბერძნეთის სუპერლიგის მეორე ექვსეულის პირველ ადგილზეა და მომდევნო მატჩს 22 აპრილს, სტუმრად, „პანსერაიკოსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გულიაშვილმა ისევ გაიტანა | რასინგმა სოსიედად B-ს მოუგო
გულიაშვილმა ისევ გაიტანა | რასინგმა სოსიედად B-ს მოუგო