ლებრონი და ბრონი ერთად - ჯეიმსებმა ჰიუსტონთან ახალი ისტორია დაწერეს
NBA-ს პლეი-ოფის მერვედფინალში ლეიკერსმა ჰიუსტონს უმასპინძლა და 107:98 დაამარცხა.
ეს მატჩი იმით იყო გამორჩეული, რომ გულშემატკივრებმა პარკეტზე მამა-შვილი ჯეიმსები ერთად იხილა.
ლეგენდარულმა ლებრონმა არასრულ 37 წუთში 19 ქულა, 8 მოხსნა და 13 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
რაც შეეხება ბრონს, მის სტატისტიკურ გრაფაში ყველგან ნული წერია. 21 წლის ამერიკელმა პარკეტზე 3 წუთი და 50 წამი დაყო.
ლეიკერსის მხრიდან საუკეთესო ლუკ კენარდი იყო, რომელმაც 27 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი დააგროვა.
შეგახსენებთ, რომ მამა-შვილი ჯეიმსების ერთად თამაში ისტორიული ფაქტია. აქამდე პარკეტზე ერთად არასდროს მდგარან მამა-შვილი.
Father and son in the PLAYOFFS ????
— SportsCenter (@SportsCenter) April 19, 2026
This is really wild to witness ???? pic.twitter.com/xlc3uDLt6o