სერჟ გნაბრი, მიუნხენის ბაიერნი
Aa
Aa

მუნდიალს გამოტოვებს - გნაბრიმ მძიმე ტრავმა მიიღო

მიუნხენის ბაიერნისთვის და გერმანიის ნაკრებისთვის არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა.

სერჟ გნაბრი ტრავმირებულია და მისთვის სეზონი დასრულდა. მეტიც, 30 წლის შემტევი ვერც მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.

გნაბრიმ უკანა ბარძაყის კუნთი გაიგლიჯა, რაც ხანგრძლივ რეაბილიტაციას საჭიროებს. გერმანიის ნაკრებისთვის ის დიდი დანაკლისი იქნება.

რა თქმა უნდა, ეს ბაიერნისთვისაც პრობლემაა, რადგან სერჟი ვენსან კომპანის ტაქტიკის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში გერმანელმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 10 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესის დუბლი - ინტერ მაიამიმ კოლორადოს მოუგო
მესის დუბლი - ინტერ მაიამიმ კოლორადოს მოუგო