“როცა თავს ასე იცავ..“ - კროოსმა ბარსელონა გააკრიტიკა
მადრიდის რეალის ყოფილმა ფეხბურთელმა ტონი კროოსმა Luppen TV-სთან ბარსელონასა და ატლეტიკოს დაპირისპირებაზე საკმაოდ გულწრფელად ისაუბრა.
„ორივეს, რომ წაეგო არ შეიძლებოდა?“ - კროოსმა საუბარი ხუმრობით დაიწყო.
მადრიდში 10 სეზონი გავატარე და ალბათ მაინც ატლეტიკოს გამარჯვება უფრო გამიხარდა. მომავალ წელს მათ ნაკლები შანსი ექნებათ. არც ერთი არ მძულს, უბრალოდ რეალის სიყვარულიდან გამომდინარე, არცერთის გამარჯვება არ მინდა.“
„ეს ჩემი პირადი აზრია, მაგრამ მგონია, რომ ატლეტიკო ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს. ამ ტურნირში არიან გუნდები, რომლებიც მათზე უკეთ თამაშობენ.“
„როცა დიდ დროს 10 კაცით თამაშობ, ძალიან რთულია. ბარსელონა უკეთესი იყო, მაგრამ ატლეტიკომ ყოველთვის იცის, როგორ დაიცვას შედეგი. და პირველი მატჩის უპირატესობასთან ერთად, წითელმა ბარათმა მათ დიდი უპირატესობა მისცა.“
კრიტიკა ბარსელონას სტილზე
კროოსმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ პრობლემას, რომელსაც ხშირად ახსენებს:
„როცა თავს ასე იცავ და უკან ასეთ დიდ სივრცეებს ტოვებ, მსგავსი რაღაცები ხდება — მათ შორის გაძევებებიც. ბარსელონას დაცვა ძალიან ღიაა.“
შეგახსენებთ, რომ ტონი კროოსი მადრიდის რეალში 2014-დან 2024 წლამდე თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან ყველა შესაძლო საკლუბო ტიტული მოიგო. ყველა ტურნირზე ერთად 465 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 28 გოლი გაიტანა და 99 საგოლე გადაცემა შეასრულა.