ლიონელ მესი, ინტერ მაიამი
Aa
Aa

მესის დუბლი - ინტერ მაიამიმ კოლორადოს მოუგო

MLS-ის მორიგ ტურში ინტერ მაიამი კოლორადოს ესტუმრა და 3:2 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი ლეგენდარულმა ლიონელ მესიმ შეიტანა.

მე-18 წუთზე ანგარიში სწორედ არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა გახსნა, ხოლო პირველი ტაიმის მიწურულს ბერტერამემ სხვაობა ორამდე გაზარდა და დევიდ ბექჰემის გუნდმა შესვენებაზე კომფორტული უპირატესობა შეიქმნა.

მასპინძლებმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს და უკვე 62-ე წუთზე ტაბლოზე 2:2 ფიქსირდებოდა.

ინტერ მაიამის გეგმებში ქულების დაკარგვა არ შედიოდა. 79-ე წუთზე როდრიგო დე პოლის პასი ლეო მესიმ გამოიყენა, დუბლი შეასრულა და გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

ამ გამარჯვების შემდეგ, ინტერ მაიამის 15 ქულა დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს. რაც შეეხება მესის, მან MLS-ის მიმდინარე სეზონში მე-7 გოლი გაიტანა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები