რადიკალური ცვლილებები არ იქნება - პსჟ-ს საზაფხულო გეგმები
მიუხედავად იმისა, რომ სეზონი ჯერ არ დასრულებულა, პარი სენ ჟერმენი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის უკვე ემზადება.
გასულ ზაფხულს კლუბმა შედარებით მოკრძალებული კამპანია ჩაატარა და მხოლოდ რამდენიმე მოთამაშე დაიმატა. საუბარი ლუკას შევალიეზე, ილია ზაბარნიზე და რენატო მარტინზეა. ზამთარში კი დრო ფერნანდესი.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, პარი სენ ჟერმენი ცენტრალური მცველის და შემტევი სტილის ფეხბურთელის ყიდვაა.
L’equipe წერს, რომ ფრანგული გიგანტი გაბრიელ მარტინელის და იან დიამონდეს უმიზნებს. ამავე წყაროზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ ზაფხულში კლუბიდან ბევრი ფეხბურთელი არ წავა. ლუის ენრიკე საკუთარ ბირთვს ეყრდნობა.
დემბელეს შემთხვევაში პსჟ ოპტიმისტურადაა განწყობილი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, ხოლო მარკინიოსთან დაკავშირებით — თუ ის ახალ გამოწვევას მოისურვებს, მას ხელს არავინ შეუშლის.
კლუბის მიდგომა ძალიან კონკრეტულია: თითო პოზიციაზე 3 სამიზნე, 3 სხვადასხვა ბიუჯეტის ვარიანტი და მხოლოდ „რეალური გაძლიერება“! ამ პროცესში თავად ლუის ენრიკეც აქტიურად არის ჩართული.
პსჟ არ გააკეთებს ტრანსფერს უბრალოდ რაოდენობისთვის — მხოლოდ მაშინ იმოქმედებს, თუ ახალი მოთამაშე რეალურად გაზრდის გუნდის დონეს. საბოლოო ჯამში, პარიზელები რადიკალურ ცვლილებებს არ გეგმავენ.