ალისონი, ბერნარდუ, ლევანდოვსკი - იუვენტუსი ზაფხულში აქტიურობას გეგმავს
იუვენტუსი ზაფხულში სატრანსფერო ბაზარზე გუნდის გაძლიერებას გამოცდილი ფეხბურთელებით აპირებს და ამ მიმართულებით „ბიანკონერის“ ხელმძღვანელობამ კანდიდატები უკვე შეარჩია. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, მეკარის პოზიციაზე ტურინელებს ალისონ ბეკერის, ნახევარდაცვაში - ბერნარდუ სილვას, ცენტრფორვარდის პოზიციაზე კი რობერტ ლევანდოვსკის დამატება სურთ.
„ბებერი ქალბატონის“ მესვეურები ფიქრობენ, რომ ამ ფეხბურთელების გამოცდილება კლუბს მოკლევადიან პერსპექტივაში უმაღლეს დონეზე დაბრუნებაში დაეხმარება.
კერძოდ, ბერნარდო სილვა და რობერტ ლევანდოვსკი შესაძლოა ზაფხულშ თავისუფალი აგენტები გახდნენ, ხოლო ალისონის მომავალი „ენფილდზე“ ჯერჯერობით ბუნდოვანია: ბრაზილიელმა კონტრაქტი 1 წლით გაახანგრძლივა, თუმცა მისი ტრავმიანობა მერსისაიდელებისთვის სერიოზული პრობლემების წინაშე აყენებს.
საგულისხმოა, რომ თუ ტურინული კლუბი ალისონ ბეკერის დამატებას შეძლებს, ეს კარგი შესაძლებლობა იქნება გიორგი მამარდაშვილისთვის, რომელმაც სეზონის დიდი ნაწილი სათადარიგოთა სკამზე გაატარა და თამაშის საშუალება მხოლოდ მაშინ ეძლეოდა, როცა გუნდს ალისონი ვერ ეხმარებოდა.