„შეუძლია საუკეთესო ბომბარდირი გახდეს“ | საფრანგეთში მიქაუტაძეზე ისაუბრეს
გიორგი მიქაუტაძე „მეცს“ უბრუნდება და საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურში მის წინააღმდეგ „ლიონის“ მაისურით ითამაშებს. მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით L’Equipe-მა მიქაუტაძის ყოფილ თანაგუნდელს, ალექსანდრ უკიჯასა და ექს-მწვრთნელს, ამორი ბარლეტს ინტერვიუ ჩამოართვა.
„მიქაუტაძისთვის ეს საოცარი ისტორიაა. ბევრი ფეხბურთელი ოცნებობს მშობლიური ქალაქის კლუბში თამაშზე და გიორგის ლიონთან განსაკუთრებული კავშირი აქვს. გული დაწყდა, როდესაც ლიონმა მის შენარჩუნებაზე უარი თქვა, თუმცა კლუბისადმი სიყვარული არ დაუკარგავს.
მახსოვს, სენტ-ეტიენს ვეთამაშებოდით და მითხრა, გოლს თუ გავიტან, 6-9-ს გამოვსახავო. ვუთხარი, არ გინდა-მეთქი, თუმცა ძალიან ამაყობს, რომ ლიონიდანაა და სულ ამ ქალაქზე გველაპარაკებოდა. თუ მიქაუტაძემ გაიტანა, არ მგონია, აღნიშნოს. მისთვის მეცის საშინაო სტადიონზე გამართული მატჩი უფრო მნიშვნელოვანი იქნება, რადგან მეფესავით მიიღებენ. მეფესავით, რადგან მეცში ყოფნისას ჩვენთვის სწორედ ეს იყო - მეფე გიორგიმ,“ - აღნიშნა უკიჯამ.
„მას აქვს პროფილი, რომ ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდეს. როდესაც პატარა იყო, მეტოქის საჯარიმოში მელასავით მოქმედებდა, რომელსაც შეეძლო, ორივე ფეხით დაერტყა და გოლის გასატანად მცირე სივრცეც ჰყოფნიდა. აკრობატული გოლების გატანაც შეეძლო, ამით ყოველთვის გამოირჩეოდა.“ - დასძინა ბარლემ.
შეგახსენებთ, რომ „ლიონისა“ და „მეცის“ მატჩი 23 აგვისტოს გაიმართება და თბილისის დროით, 23:05-ზე დაიწყება.