გიორგი მამარდაშვილი, კაოიმჰინ კელეჰერი
Aa
Aa

„გონივრული ნაბიჯი იქნება“ | Mirror-ი ლივერპულს კელეჰერის დაბრუნებას ურჩევს

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ, Mirror-მა, „ლივერპულს“ სტატია მიუძღვნა და მერსისაიდელების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. Mirror-მა „წითლებს“ რჩევა მისცა და აღნიშნა, რომ გუნდში კაომჰინ კელეჰერის დაბრუნება გონივრული ნაბიჯი იქნება.

„მოსალოდნელია, რომ 33 წლის ალისონი მომავალ სეზონში, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, გუნდს დატოვებს. „ლივერპული“ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების წინაშე დადგება იმის თაობაზე, თუ ვინ დაიკავებს მეკარის პოზიციას. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში სიცარიელე გიორგი მამარდაშვილმა შეავსო, „წითლებისთვის“ გონივრული იქნება კაომჰინ კელეჰერი კლუბში დააბრუნონ.

27 წლის კელეჰერი გასულ ზაფხულს „ბრენტფორდში“ გადავიდა, თუმცა „ლივერპულს“ სჭირდება მეკარე, რომელსაც უმაღლეს დონეზე თამაშის გამოცდილება აქვს და „ენფილდს“ კარგად იცნობს. იმის გათვალისწინებით, რომ ირლანდიის ნაკრების ფეხბურთელი წასვლის შემდეგ კიდევ უფრო განვითარდა, მისი დაბრუნება სრულიად ლოგიკურ ნაბიჯად მოჩანს“, — წერს Mirror-ი.

ცნობისთვის, კელეჰერს „ბრენტფორდთან“ კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. რაც შეეხება მამარდაშვილს, ხელშეკრულების მიხედვით, გიორგი „ენფილდზე“ 2031 წლის ზაფხულამდე უნდა დარჩეს. ბოლო პერიოდში რამდენჯერმე დაიწერა, რომ „წითლები“ მზად არიან, ის იჯარის წესით გაუშვან.

კელეჰერმა „ლივერპულის“ რიგები 2025 წლის ზაფხულში დატოვა და „ბრენტფორდში“ 14.8 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. პრემიერ ლიგის გასულ სეზონში მან 37 მატჩი ჩაატარა და 49 გოლი გაუშვა, კარი მშრალად კი 10-ჯერ შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უნდა უთხრან, რომ თასს მისთვის მოიგებენ“ - ფერდინანდმა რონალდუზე ისაუბრა
„უნდა უთხრან, რომ თასს მისთვის მოიგებენ“ - ფერდინანდმა რონალდუზე ისაუბრა