შლოტერბეკი მუნდიალის დარჩენილ მატჩებს გამოტოვებს | მიზეზი ცნობილია
Aa
Aa

შლოტერბეკი მუნდიალის დარჩენილ მატჩებს გამოტოვებს | მიზეზი ცნობილია

იულიან ნაგელსმანის გაწვრთნილ გერმანიის ეროვნულ ნაკრებს მიმდინარე მუნდიალზე ნიკო შლოტერბეკი ვეღარ დაეხმარება. Sky Sport-ის ინფორმაციით, კვირას ჩატარებულმა მაგნიტურ-რეზონანსულმა კვლევამ გამოავლინა, რომ დორტმუნდის ფეხბურთელს მარცხენა კოჭის მედიალური კოლატერალური იოგი გაუწყდა.

შაბათს ჯერ კიდევ არსებობდა იმედი, რომ ეს სტრუქტურული დაზიანება არ იყო, თუმცა ახლა უკვე სამწუხარო რეალობა სახეზეა: შლოტერბეკი (29 სანაკრებო მატჩი) მინიმუმ ორი თვით გამოაკლდება მოედანს. კოტ-დ’ივუარის წინააღმდეგ გამართული მატჩის დასაწყისში დაშავდა. თავდაპირველად მას ყინულით გაუწიეს დახმარება და თამაშსაც დაუბრუნდა, თუმცა შესვენების შემდეგ შეცვალეს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა მის შემცვლელად ანტონიო რუდიგერი აირჩია, რომელსაც შლოტერბეკის ადგილის დაკავება ტურნირის დარჩენილ ნაწილში მოუწევს.

26 წლის ცენტრალურმა მცველმა მიმდინარე მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე საწყის ორ ტურში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. პირველ ტურში კურასაოსთან გერმანია დააწინაურა, მისი გოლით ანგარიში 2:1 გახდა. მეორე ტურში კოტ-დ'ივუართან კვლავ სასტარტოში იყო, 46-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები