“არ გამიკვირდება უზბეკეთს თუ ჰეთ-თრიკს შეუსრულებს“ - ოუენი რონალდუზე
კონგოსთან მატჩის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუს უამრავი ადამიანი აკრიტიკებს. ლეგენდარულ პორტუგალიელს მაიკლ ოუენი გამოექომაგა.
„რონალდუს ნამდვილად არ დაეხმარა ის ფაქტი, რომ წინა საღამოს მესიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა, მაგრამ მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას არ ვეთანხმები,“ — წერს ოუენი.
ყოფილი ინგლისელი თავდამსხმელის თქმით, კრიშტიანუს თამაშის სტილი წლების განმავლობაში შეიცვალა და ახლა მისი მთავარი ფუნქცია გადამწყვეტ მომენტებში შედეგის დადებაა.
„განა ყოველთვის ასე არ თამაშობდა, განსაკუთრებით ბოლო წლებში? ის არასოდეს ყოფილა ფეხბურთელი, რომელიც თამაშში მუდმივად მონაწილეობს, მაგრამ როცა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი დგება, სწორედ მაშინ ჩნდება.
თუ გოლი ვერ გააქვს, ძალიან ადვილია ყველაფერში რონალდუს დადანაშაულება. 41 წლის ასაკში კი ბუნებრივია, რომ მასზე კითხვები გაჩნდება.“
მიუხედავად იმისა, რომ რონალდოს უკვე 10 მატჩია დიდ საერთაშორისო ტურნირებზე გოლი არ გაუტანია, ოუენი დარწმუნებულია, რომ პორტუგალიელი კვლავ შეძლებს კრიტიკოსების გაჩუმებას.
„რამდენჯერ მომხდარა, რომ მსგავსი კრიტიკის შემდეგ მომდევნო შეხვედრაში ყველას პასუხი გასცა? თუ რონალდოს ძირითადში აყენებ, უნდა იცოდე, რისთვის არის ის მოედანზე. სულაც არ გამიკვირდება, თუ უზბეკეთთან ჰეთ-თრიკს შეასრულებს.“
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ეროვნული ნაკრები ჯგუფური ეტაპის მე-2 მატჩს უზბეკეთის წინააღმდეგ 23 ივნისს გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.