რანგნიკი: “თუ ბევრი ფულის მოგება გინდათ მთელი დანაზოგი ჩვენზე დადეთ“
მსოფლიო ჩემპიონატზე ავსტრიის ნაკრებს მეორე მატჩში სრულიად განსხვავებული გამოცდა ელის. იორდანიასთან 3:1 გამარჯვების შემდეგ ავსტრია მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, არგენტინას დაუპირისპირდება.
ავსტრიის ნაკრების ნახევარმცველის, მარსელ ზაბიცერის თქმით, გუნდი მატჩს მშვიდად, მაგრამ სრული კონცენტრაციით ხვდება.
„ეს ჩვენთვის შესანიშნავი ბონუს-მატჩია, რადგან, რა თქმა უნდა, გაცილებით ნაკლები ზეწოლაა. ეს ორი შეხვედრა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება.“
ავსტრიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა ხუმრობით აღნიშნა:
„ჩვენ ფავორიტები ნამდვილად არ ვართ. თუ ბევრი ფულის მოგება გინდათ, მთელი დანაზოგი ავსტრიის გამარჯვებაზე დადეთ.
თამაშის ანალიზისას არგენტინის ნაკრებში ძალიან ცოტა, ან საერთოდ ვერანაირი სისუსტე ვერ აღმოვაჩინეთ. ინდივიდუალურად გამორჩეული ფეხბურთელები ჰყავთ.
ეს არის გუნდი, რომელსაც ბურთის კონტროლი უყვარს, თუმცა ამავე დროს სწრაფი და ვერტიკალური შეტევებიც შეუძლიათ.“
შეგახსენებთ, რომ ავსტრიისა და არგენტინის ნაკრებების დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.