მესის მსგავსი არასდროს განმეორდება | მაკ ალისტერმა მესიზე ისაუბრა
„ალბისელესტემ'' მუნდიალი ბრწყინვალედ დაიწყო, ლეო მესის ჰეთ-თრიკით ალჟირი 3:0 დაამარცხა. არგენტინის 27 წლის ნახევარმცველმა ალექსის მაკ ალისტერმა ავსტრიასთან მატჩის წინ ლეოს ფენომენზე ისაუბრა. ლივერპულის ფეხბურთელის აზრით, მესის მსგავსი არასდროს დაიბადება, უნიკალურია.
„ლეოს გვერდით ყოფნით ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ, მისი მსგავსი მეორე არასდროს იქნება“, — განუცხადა მაკ ალისტერმა ჟურნალისტებს.
„როცა ამ ყველაფერს მის გვერდით ხედავ, სულ სხვაა, რასაც ის აკეთებს, ნორმალური არაა. ჩემი მხრივ, მე უბრალოდ მაქსიმალურად ვიყენებ ამ შანსს, ის ჩვენი გამარჯვებისთვის უმნიშვნელოვანესია, მეორე მხრივ კი — ეს უბრალოდ უდიდესი აღფრთოვანებაა. ძალიან რთულია მისგან ისწავლო, რასაც ის აკეთებს, რადგან შეიძლება გონებაში გქონდეს ჩაფიქრებული, მაგრამ ასე ვერასდროს შეასრულო. ის, რასაც მისგან ვსწავლობ, მისი ღირებულებები და ის თავმდაბლობაა, რომელსაც მიუხედავად თავისი მასშტაბისა ინარჩუნებს“.
J ჯგუფის მეორე ტურში არგენტინა ავსტრიას დაუპირისპირდება. მატჩი 22 ივნისს, 21:00 საათზე დაიწყება.