10-მილიონიანი ბიუჯეტის იმედად - მონაკო გაკოტრებას გადაურჩა
საკალათბურთო გუნდი „მონაკო“, რომელსაც ქართველი სპეციალისტი მანუჩარ მარკოიშვილი ამზადებს, გაკოტრებას კიდევ ერთხელ გადაურჩა. სახელმწიფომ მიმდინარე ვალების დასაფარად კლუბს ახალი კრედიტი გამოუყო თუმცა ფინანსური მხარდაჭერა მხოლოდ და მხოლოდ 30 ივნისამდე გაგრძელდება. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კი, სასამართლომ ვადა 10 ივლისამდე გადასწია და ამ თარიღამდე „მონაკოს“ მოუწევს წარადგინოს ფინანსური გეგმა ვალდებულებების გადახდის გარანტიებით.
ვალების დაფარვის ყველაზე საიმედო გზად წამყვანი კალათბურთელების სარფიან ფასად გაშვებას ასახელებენ, რითაც გარდა იმისა, რომ მათ სანაცვლოდ სოლიდური თანხის მიღება იგეგმება, წასული კალათბურთელების ხელფასებიდან გამონთავისუფლებული ფულის აკუმულირებაც მოხდება. როგორც ამბობენ მომავალი სეზონისთვის „მონაკოს“ წლიური ბიუჯეტი მხოლოდ და მხოლოდ 10 მილიონი ევრო იქნება, რაც ასეთი დონის კლუბისთვის მართლაც სასაცილო თანხაა.
შეგახსენებთ, რომ მანუჩარ მარკოიშვილის ხელმძღვანელობით „თავადები“ საფრანგეთის ჩემპიონობისთვის იბრძვიან და ამ მომენტისთვის ფინალურ სერიას „პარიზთან“ 1:2 მარცხდება.