სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

ინტერესი გამოიჩინეს | სანდრო მამუკელაშვილი მაიამი ჰიტის რადარზე

სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ის გასული სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარა და საუკეთესო მეექვსე მოთამაშის გამოსავლენად ჩატარებულ გამოკითხვაში მეათე ადგილი დაიკავა. „მამუს“ „ტორონტო რეპტორსთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონით აკავშირებს, თუმცა შეუძლია, ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტი გამოიყენოს და თავისუფალი აგენტი გახდეს.

2025-2026 წლების სეზონში „მამუს“ ანაზღაურება 2.46 მილიონი აშშ დოლარი გახლდათ. თუ „ტორონტოში“ იმავე ხელშეკრულებით დარჩენა გადაწყვიტა, მისი ანაზღაურება 2.8 მილიონამდე გაიზრდება. ცნობილი ჟურნალისტის, მაიკლ სკოტოს ინფორმაციით, მამუკელაშვილი არ აპირებს ზემოთ აღნიშნული პუნქტის გამოყენებას და შეუზღუდავი უფლებების თავისუფალი აგენტი გახდება.

ქართველ კალათბურთელს პირველი მსურველიც გამოუჩნდა. რობ მეროუსის ცნობით, მამუკელაშვილისადმი ინტერესი „მაიამი ჰიტმა“ გამოიჩინა. ფლორიდელების მხრიდან კონკრეტული შეთავაზება ჯერ არ ყოფილა, თუმცა შესაძლოა, ეს უახლოეს პერიოდში შეიცვალოს.

ცნობისთვის, „მაიამი ჰიტმა“ გასული რეგულარული სეზონი მე-10 ადგილზე დაასრულა და პლეი-ინში ითამაშა, სადაც „შარლოტ ჰორნეტსთან“ დამარცხდა და პლეი-ოფში ვერ გავიდა. რაც შეეხება სანდროს, რეგულარულ სეზონში მისი საშუალო სტატისტიკა ასეთი იყო: 80 მატჩი, საშუალოდ 21.9 წუთი სათამაშო დრო, 11.2 ქულა, 4.9 მოხსნა, 1.9 ასისტი, 0.8 ჩაჭრა და 0.5 ბლოკი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბრძოლამდე ვახშამი გამართა და გეიჯის „დაკრძალვა“ მოუწყო“ - ენტონი სმიტმა ილიაზე ისაუბრა
„ბრძოლამდე ვახშამი გამართა და გეიჯის „დაკრძალვა“ მოუწყო“ - ენტონი სმიტმა ილიაზე ისაუბრა