რუსეთიდან ერაყში | გიორგი ქანთარია ალ ნაფტში ითამაშებს
ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქანთარია კარიერას ერაყის ჩემპიონატში, კლუბ ალ ნაფტში გააგრძელებს.
2025-26 წლების სეზონში ალ ნაფტმა ერაყის 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილი დაიკავა.
29 წლის ცენტრალურ მცველს ზუგდიდისა და თელავის გარდა შემდეგ კლუბებში უთამაშია: ბელარუსული ნემანი, აზერბაიჯანულ ქიაფაზი, ლიბანური ნეჯმე, აზერბაიჯანულ შამახი, რუსული სარატოვის სოკოლი და ასევე რუსული ნეფტეხიმიკი.
ლიბანში თამაშისას 2023-24 წლების სეზონში ნეჯმესთან ერთად ქვეყნის ჩემპიონი გახდა.
2025-26 წლების სეზონში რუსეთის რანგით მეორე ლიგაში ნეფტეხიმკის მაისურით 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ასევე, ერთხელ რუსეთის თასზე ითამაშა.
ქანთარია საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ყოფილი წევრია, 2018 წელს გია ცეცაძის მწვრთნელობისას ახალგაზრდულ ნაკრებში 6 მატჩი ჩაატარა.