კილიან მბაპე
Aa
Aa

მბაპე: “წყლის შესვენება? ეს ფეხბურთელებს არ უნდა ჰკითხოთ“

მსოფლიო ჩემპიონატზე წყლის შესვენებები ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხად რჩება.

დისკუსია ტურნირის დაწყებიდან დღემდე არ წყდება — საკუთარ მოსაზრებებს ფეხბურთელები, მწვრთნელები და გულშემატკივრებიც აქტიურად აფიქსირებენ.

ახლა ამ თემაზე ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი კომენტარი კილიან მბაპემაც გააკეთა

საფრანგეთის ნაკრების ლიდერის აზრით, წყლის შესვენებების აუცილებლობაზე ფეხბურთელების მოსაზრება გადამწყვეტი არ უნდა იყოს, რადგან მათი დამოკიდებულება ხშირად მატჩის მიმდინარეობაზეა დამოკიდებული.

„ამ თემაზე ფეხბურთელებს არ უნდა ჰკითხოთ, რადგან ჩვენი აზრი მუდმივად იცვლება.

თუ ჩემი გუნდი დომინირებს, ასეთი შესვენება თამაშის ტემპს ანელებს და რიტმს გვირღვევს. მაგრამ თუ ძალიან ცხელა, მაშინ, რა თქმა უნდა, მიხარია.

ყოველ ახალ წესს თავიდან ყველა აკრიტიკებს. საბოლოო შეფასებას კი მხოლოდ დრო გვაჩვენებს,“ — განაცხადა მბაპემ პრესკონფერენციაზე."

ცნობისთვის, საფრანგეთის ნაკრები მომდევნო შეხვედრას 22 ივნისს, ერაყის წინააღმდეგ გამართავს.

მამლებმა ტურნირი სენეგალთან 3:1 გამარჯვებით დაიწყო. იმ შეხვედრაში მბაპემ დუბლი შეასრულა, ერთი გოლი კი ბრედლი ბარკოლამ გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები