“ეს სხვისი საქმე საერთოდ არ არის“ - უოტკინსმა დოკუ დაიცვა
როგორც მოგეხსენებათ, ჟერემი დოკუმ ბელგიის ეროვნული ნაკრები იმის გამო დატოვა, რომ მისი მეუღლე მშობიარობს. ამ ფაქტმა, გულშემატკივრებში გაბრაზება და კრიტიკა გამოიწვია.
მანჩესტერ სიტის ფეხბურთელს ინგლისელი ოლი უოტკინსი გამოექომაგა და დოკუ დაიცვა.
უოტკინსი:
„პირველი შვილი მხოლოდ ერთხელ იბადება. ვიღაცამ მის გადაწყვეტილებას „სამარცხვინო“ უწოდა, მაგრამ ბავშვის დაბადებაზე ასე საუბარი არ შეიძლება.
მე საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, რისი გავლა მოუწია ჩემს მეუღლეს. პირველი შვილი მხოლოდ ერთხელ გეყოლება და მისი დაბადების მომენტი უდიდესი კურთხევაა. ვფიქრობ, ეს სხვისი საქმე საერთოდ არ არის,
“ — განაცხადა ინგლისელმა თავდამსხმელმა.
შეგახსენებთ, რომ ბელგიის ნაკრებს საშინელი მსოფლიო ჩემპიონატი აქვს. რუდი გარსიას გაწვრთნილმა გუნდმა პირველ ორ ტურში ეგვიპტე და ირანი ვერ დაამარცხა. ამ მომენტისთვის, ბელგია ჯგუფური ეტაპის სატურნირო ცხრილში 2 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში ისინი ახალ ზელანდიას დაუპირისპირდებიან.