რომელუ ლუკაკუ, რუდი გარსია, ლეანდრო ტროსარი
Aa
Aa

ბელგიის ნაკრების ცუდი სერია, ირანის რეკორდი | საინტერესო ფაქტები

ბელგიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ორი შეხვედრიდან ვერც ერთი ვერ მოიგო. რუდი გარსიას ბიჭებმა პირველ ტურში ეგვიპტესთან ფრედ, 1:1 ითამაშეს, მეორე ტურში კი ირანთან გამართული შეხვედრა გატანილი გოლის გარეშე დასრულდა — 0:0.

ბელგიის ნაკრებმა ირანის კარის მიმართულებით 23-ჯერ დაარტყა, თუმცა გოლი მაინც ვერ გაიტანა. მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში „წითელმა ეშმაკებმა“ ამაზე მეტჯერ ისე, რომ გოლი ვერ გაეტანათ, მხოლოდ ერთ შეხვედრაში დაარტყეს — 1994 წელს, საუდის არაბეთის წინააღმდეგ (28).

ბელგიელი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლოს გოლი გაიტანა, მიჩი ბაჩუაია (2022 წელს, კანადასთან). მას შემდეგ მუნდიალის მატჩებში „წითელ ეშმაკებს“ 69 დარტყმა მოუგროვდათ, თუმცა მეტოქის კარი ერთადერთხელ, ეგვიპტესთან, ისიც ავტოგოლის დახმარებით აიღეს.

ბელგიელ ფეხბურთელს მსოფლიო პირველობაზე გოლი 406 წუთია არ გაუტანია.

ბელგიის ნაკრების მიერ მსოფლიო ჩემპიონატებზე გამართული ბოლო სამი მატჩიდან ორი 0:0 დასრულდა (ირანთან და 2022 წელს ხორვატიასთან). მანამდე „წითელი ეშმაკების“ 50 სამუნდიალო თამაშიდან გოლი უგოლო ფრედ მხოლოდ ერთი დასრულებულიყო.

ირანის სასტარტო შემადგენლობის საშუალო ასაკი 32 წელი და 181 დღე გახლავთ. ეს მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი სასტარტო თერთმეტეულია მას შემდეგ, რაც ამ სტატისტიკის წარმოება დაიწყო (1966 წლიდან).

ტიბო კურტუამ მსოფლიო ჩემპიონატის ეგიდით, კარი მშრალად მერვედ შეინახა. მასზე მეტჯერ ეს მხოლოდ ფაბიენ ბარტეზსა და პიტერ შილტონს გაუკეთებიათ (10-10 მატჩი). კურტუას გარდა, რვა გოლგაუშვებელი შეხვედრა აქვთ: ჰუგო ლორისი, კლაუდიო ტაფარელი, ზეპ მაიერი, იან იონგბლუდი, ემერსონ ლეაო.

ცნობისთვის, ორივე გუნდს 2-2 ქულა აქვს. ბოლო ტურში ბელგია ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება, ხოლო ირანი ეგვიპტეს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიას რეალური პრობლემა ეს იყო...“ - სონენმა თოფურიაზე ვრცლად ისაუბრა
„ილიას რეალური პრობლემა ეს იყო...“ - სონენმა თოფურიაზე ვრცლად ისაუბრა