ვირჯილ ვან დაიკი
Aa
Aa

“ჰიდრატაციის შესვენებები კარგი არ არის“ - ვან დაიკმა FIFA-ს მიმართა

ვირჯილ ვან დაიკმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დაწესებული ჰიდრატაციის შესვენებები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ FIFA-მ ამ საკითხს კიდევ ერთხელ უნდა გადახედოს.

ნიდერლანდებისა და იაპონიის მატჩის შემდეგ, რომელიც 2:2 დასრულდა, ლივერპულის კაპიტანმა აღნიშნა, რომ არ მოსწონს, როდესაც შესვენებები ყველა შეხვედრაში ავტომატურად ინიშნება.

ვან დაიკი:

„ვფიქრობ, ეს პაუზები კარგი არ არის. ამ ტურნირის თითქმის ყველა მატჩს ვუყურე, მაგრამ პირადად მე არ მომწონს თამაშის მუდმივად შეჩერება, განსაკუთრებით სარეკლამო პაუზების გამო.

ასევე ვფიქრობ, რომ ნეიტრალური მაყურებლისთვის, რომელიც მატჩს ტელევიზიით უყურებს, ეს არცთუ სასიამოვნოა. თუ ნამდვილად ძალიან ცხელა, ასეთ შემთხვევაში ჰიდრატაციის პაუზები სრულიად გასაგებია, მაგრამ, ჩემი აზრით, თითოეული მატჩი ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს. ვფიქრობ, ამ თემაზე საკმარისი უკვე ვთქვი.“

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ნაკრებს 1 ქულა აქვს და ჯგუფს 3 ქულით შვედეთი ლიდერობს. შემდეგ ტურში, რონალდ კუმანის გუნდი სწორედ შვედეთს დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 20 ივნისით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები