ირაკლი იეგოიანი
Aa
Aa

იეგოიანს მწვრთნელი ბოლომდე ენდო - ექსელსიორმა უმაღლესში ადგილი შეინარჩუნა

„ექსელსიორმა“ ნიდერლანდების უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში ადგილი ერედივიზიონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ოფიციალურად შეინარჩუნა. ბოლოსწინა, 33-ე ტურში, ირაკლი იეგოიანმა და მისმა თანაგუნდელებმა უშუალო კონკურენტს, გადათამაშების ზონაში მყოფ „ვოლენდამს“ უმასპინძლეს და ფრედ, 1:1 ითამაშეს, რაც მიზნის მისაღწევად საკმარისი აღმოჩნდა.

იეგოიანი ტრადიციულად მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში იყო და მართალია საუკეთესო მატჩი არ ჩაუტარებია, მაგრამ მთავარი მწვრთნელი ბოლომდე ენდო და მიუხედავად იმისა, რომ 75-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, შეუცვლელად ათამაშა. ირაკლიმ ათბალიანი სისტემით 6.6 მეათედი შეფასება დაიმსახურა და კარისკენ დარტყმა ერთხელ სცადა, რომელიც დაუბლოკეს. „ექსელსიორის“ ქართველ ლეგიონერს საკვანძო გადაცემა არ შეუსრულებია, პასები 79-პროცენტიანი (39-დან 31) სიზუსტით გაანაწილა, დრიბლინგის 4 მცდელობიდან 1 გამოუვიდა, ბურთს 59-ჯერ შეეხო და სახიფათო მომენტი ორჯერ განმუხტა.

ცნობისათვის, 33 ტურში დაგროვებული 35 ქულით „ექსელსიორი“ მე-14 ადგილზეა და გადათამაშების ზონაში მყოფ „ვოლენდამს“ სამი ქულით უსწრებს. ბოლო ტურში იეგოიანმა და მისმა თანაგუნდელებმა რომც წააგონ და მათმა დღევანდელმა მეტოქემ მოიგოს, ურთიერთშეხვედრებში წინ მაინც ექსელსიორელები იქნებიან. 17 მაისს, „ექსელსიორი“ ერედივიზიონის წლევანდელ გათამაშებას „სპარტასთან“ საგარეო თამაშით დაასრულებს, რომელიც თბილისის დროით 16:30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ირაკლი აზაროვი შახტართან ერთად უკრაინის ჩემპიონია
ირაკლი აზაროვი შახტართან ერთად უკრაინის ჩემპიონია