შვედეთთან მარცხი არ აპატიეს - ტუნისის მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს
Aa
Aa

შვედეთთან მარცხი არ აპატიეს - ტუნისის მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლეს

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებელი სტარტის შემდეგ, ტუნისის ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, საბრი ლამუშის, თანამდებობიდან ათავისუფლებს.

გადაწყვეტილების მიზეზი ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში შვედეთის ნაკრებთან განცდილი მძიმე მარცხი გახდა. ტუნისელებმა 1:5 წააგეს, რის შემდეგაც ფედერაციამ სამწვრთნელო შტაბში ცვლილებების განხორციელება გადაწყვიტა.

ამ დროისთვის უცნობია, ვინ ჩაიბარებს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის დარჩენილი მატჩებისთვის. ფედერაციას შემცვლელის ვინაობა ჯერ არ დაუსახელებია.

შეგახსენებთ, რომ ტუნისი მუნდიალის F ჯგუფში ასპარეზობს, სადაც მისი მეტოქეები ნიდერლანდები, იაპონია და შვედეთი არიან.

პირველი ტურის შემდეგ ჯგუფს სამი ქულით შვედეთი ლიდერობს, ხოლო ნიდერლანდებსა და იაპონიას თითო ქულა აქვთ. ტუნისი ქულების გარეშე ბოლო ადგილზე იმყოფება და პლეი-ოფში გასვლის შანსის შესანარჩუნებლად მომდევნო შეხვედრაში დადებითი შედეგი აუცილებლად სჭირდება.

ტუნისის ნაკრები მეორე ტურის მატჩს 21 ივნისს იაპონიის წინააღმდეგ გამართავს. ეს შეხვედრა აფრიკული გუნდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნება, რადგან მორიგი წარუმატებლობის შემთხვევაში მსოფლიოს ჩემპიონატს, შესაძლოა, ჯგუფური ეტაპიდანვე გამოეთიშოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„59 წლის ვხვდები, მაგრამ იდიოტი ვარ“ - კლოპმა ნაგელსმანს მოუბოდიშა
„59 წლის ვხვდები, მაგრამ იდიოტი ვარ“ - კლოპმა ნაგელსმანს მოუბოდიშა