შვედებმა ეფექტურად დაიწყეს - სადებიუტო გოლი აღნიშვნის გარეშე
შვედეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი შთამბეჭდავი გამარჯვებით დაიწყო - გრემ პოტერის მომზადებულმა ფეხბურთელებმა ტუნისის ეროვნული გუნდი 5:1 დაამარცხეს და იქიდან გამომდინარე, რომ ნიდერლანდები - იაპონია ფრედ დასრულდა, პირველი ტურის შემდეგ ჯგუფში გალიდერდნენ.
ცალკე აღნიშვნის ღირსია - 22 წლის იასინ აიარის თამაში, რომელმაც დუბლი შეასრულა და პირველი ბურთი არ აღნიშნა, რადგან ტუნისი მამამისის სამშობლოა, დედა კი მაროკოელი ჰყავს. „ბრაიტონის“ 22 წლის ფეხბურთელი თავად შვედეთშია დაბადებული და აფრიკასთან განსაკუთრებული კავშირი არ აქვს. აღსანიშნავია ასევე შვედი ფორვარდების მაღალ დონეზე ასპარეზობა - ალექსანდერ ისაკის ანგარიშზე გოლი და ორი ასისტი, ვიქტორ გიოკერეშის აქტივში კი გოლი და ერთი საგოლე პასი იყო.
ცნობისათვის, მომდევნო ტურში შვედები ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდებიან, ხოლო ტუნისელების მეტოქე იაპონია იქნება.