ილია თოფურია, ლევან ჩოხელი, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

„მინდა, ილიამ ქამარი დაიბრუნოს, გეიჯიმ კი ძალიან გამაკვირვა“ - ლევან ჩოხელი

UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ქართველმა მებრძოლმა, ლევან ჩოხელმა, რომელმაც ყველაზე პრესტიჟულ პრომოუშენში სადებიუტო ბრძოლა პირველივე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით მოიგო, თოფურია-გეიჯის საჩემპიონო ჩხუბზე ისაუბრა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ილიამ ქამარი დათმო, თუმცა ეს შერეული ორთაბრძოლებია. როდესაც გალიაში შედიხარ, გესმის, რომ შეიძლება სახეში მოგხვდეს.

თოფურია შესანიშნავია ბიჭია, მას სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მინდა, რომ დაბრუნდეს და ქამარიც დაიბრუნოს. თუმცა ასევე მინდა მივულოცო ჯასტინ გეიჯის, მან ძალიან გამაკვირვა“.

შეგახსენებთ, რომ გეიჯისთან დამარცხების შემდეგ თოფურიამ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაკარგა. „ელ მატადორი“ UFC-ის P4P რეიტინგში დაქვეითდა და მეორედან მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა.

აქვე გეტყვით, რომ ჩოხელმა UFC-ში ასპარეზობა შესანიშნავი პერფორმანსით დაიწყო - ლევანმა 22 წამში ასევე დებიუტანტი ლეონ შაჰბაზიანი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
22 წამში გაანადგურა | ჩოხელის ბრწყინვალე დებიუტი UFC-ში
22 წამში გაანადგურა | ჩოხელის ბრწყინვალე დებიუტი UFC-ში