ჯასტინ გეიჯი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„წესით ცარუკიანს უნდა ეჩხუბოს, მაგრამ მეც მზად ვარ“ - ვოლკანოვსკის შეთავაზება გეიჯის

UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონმა ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ორმაგი ჩემპიონობა ორჯერ სცადა, თუმცა მსუბუქ წონით დივიზიონში ისლამ მახაჩევთან ჩატარებულ სატიტულო ჩხუბებში ჯერ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, შემდეგ კი ნოკაუტით დამარცხდა. ახლა, როდესაც ამ წონაში ქამარს ჯასტინ გეიჯი ფლობს, ვეტერანმა ავსტრალიელმა მებრძოლმა ზედა დივიზიონში ასვლის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა.

ალექსანდრ ვოლკანოვსკი

ორი წონის ჩემპიონობა ორჯერ უკვე ვცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ვიცი, ასეთი გადაწყვეტილებით ბევრი რამ დავკარგე, მაგრამ დაკარგულის უკან დაბრუნება მაინც შევძელი. ასეთი ჩემპიონი ვარ, რომელიც გამოწვევებს არასოდეს გაურბის. ასე რომ, თუ UFC-ის ხელმძღვანელებს ენდომებათ მსუბუქი წონითი დივიზიონის სატიტულო ჩხუბში 38 წლის მებრძოლები შეხვდნენ, ჯასტინ გეიჯისთან საჩხუბრად მზად ვიქნები. წესით, ჯასტინს არმან ცარუკიანი უნდა დაუპირისპირდეს, მაგრამ სომეხი ისე არ იქცევა, როგორც დენა უაითს სურს, რის გამოც ხშირად ისჯება.

ცნობისათვის, ჯასტინ გეიჯიმ განაცხადა, რომ ილია თოფურიასთან რემატჩის გამართვას არ აპირებს და ასევე აღნიშნა, რომ მასთან განცდილი მარცხის შემდეგ „ელ მატადორი“ ძველებურად თავდაჯერებული აღარ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ორჯერ დანებდა, პიმბლეტს ეჩხუბოს“ | გეიჯი თოფურიასთვის რემატჩის მიცემას არ აპირებს
„ორჯერ დანებდა, პიმბლეტს ეჩხუბოს“ | გეიჯი თოფურიასთვის რემატჩის მიცემას არ აპირებს