„იგივე დაემართება, რაც ტონი ფერგიუსონს“ | გეიჯიმ თოფურიაზე ისაუბრა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი, ჯასტინ გეიჯი, ჯო როგანის პოდკასტის სტუმარი იყო. გეიჯიმ განაცხადა, რომ ილია თოფურიას საჩემპიონო ქამრის დაბრუნება გაუჭირდება და ახსნა, ასე რატომ ფიქრობს.
„იმედი მაქვს, თოფურია ჩემპიონი ისევ გახდება და ვიცი, რომ საამისოდ საჭირო უნარები აქვს, თუმცა ვფიქრობ, იგივე მოხდება, რაც ტონი ფერგიუსონთან მიმართებით მოხდა. როდესაც ფერგიუსონი დავამარცხე, მისი თავდაჯერებულობა კი არ გავანადგურე, არამედ მის მეტოქეებს მასზე წარმოდგენა შევუცვალე.
ჩემთან ჩხუბამდე ფერგიუსონი იყო მებრძოლი, რომლის დამარცხებაც შეუძლებელი ჩანდა, თუმცა, როგორც კი ხალხს დავანახე, მისი ბარიერის გადასალახავად რის გაკეთება იყო საჭირო, მასთან ოქტაგონზე აღარავინ შესულა იმ ფიქრით, რომ ტონის დამარცხება შეუძლებელი გახლდათ. ილიას იდენტობაც ეს იყო. თოფურიასთვის ურთულესი იქნება ეჩხუბოს მეტოქეებს, რომლებსაც მისი არ ეშინიათ“.
ცნობისთვის, გეიჯიმ ფერგიუსონი 2020 წელს დაამარცხა. ჯასტინთან წაგების შემდეგ „ელ კუკუიმ“ ჩარლზ ოლივეირასთან, ბენილ დარიუშთან, მაიკლ ჩენდლერთან, ნეით დიასთან, კინგ გრინთან, პედი პიმბლეტთან და მაიკლ კიეზასთან ზედიზედ წააგო.