ჯასტინ გეიჯი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„ნაძირალა არმანისგან საჩუქარს არ მივიღებ“ - გეიჯის პასუხი

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ახალმა ჩემპიონმა ჯასტინ გეიჯიმ არმან ცარუკიანისგან საჩუქრის მიღებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. არმანმა თოფურია-გეიჯის ჩხუბამდე ამერიკელის სასარგებლოდ მილიონ დოლარიანი ფსონი განათავსა და 6 მილიონამდე მოიგო, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ჯასტინს RAM-ის მარკის პიკაპის აჩუქებდა. სწორედ ამის თაობაზე ჰკითხა გეიჯის Championships Rounds-ის წარმომადგენელმა და მისგან ასეთი პასუხი მიიღო:

„იმ ნაძირალა არმან ცარუკიანისგან არანაირი საჩუქრის მიღებას არ ვაპირებ. რა გამოდის? რომ ავიღო ეს ავტომობილი, ჩემს უბანში ცარუკიანის ნაჩუქარი პიკაპით უნდა ვიარო? გამორიცხულია. არმანს ჩემთვის არაფრის ჩუქების ვალდებულება არ აქვს და შესაბამისად, მოვლენათა მსგავსი სცენარით განვითარება აქედანვე გამორიცხეთ“.

შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯიმ UFC-ის საჩემპიონო ქამარი კარიერაში პირველად მოიპოვა და მან გადამწყვეტ ბრძოლაში ილია თოფურია ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. „ჰაილაითი“ „ელ მატადორთან“ რემატჩზე კატეგორიულ უარს ამბობს, რადგან თვლის, რომ ქართველს, რომელიც მას სკამზე მჯდომი დანებდა, ამის მოთხონვნის უფლება არ აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ახალი მანქანა გელოდება“ | მილიონი დოლარი და ცარუკიანის დაპირება გეიჯის
„ახალი მანქანა გელოდება“ | მილიონი დოლარი და ცარუკიანის დაპირება გეიჯის