პსჟ, ასტონ ვილა
Aa
Aa

პსჟ Vs ასტონ ვილა ლიდერების გარეშე - ვინ არ ითამაშებს სუპერ თასზე

„პარი სენ-ჟერმენი“ მომავალ კვირას უეფას სუპერთასზე ტიტულის დაცვას შეეცდება. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული ზალცბურგში ევროპა ლიგის ჩემპიონ „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდება.

თუმცა ლუის ენრიკეს გუნდი მატჩს, სავარაუდოდ, არაერთი ლიდერის გარეშე შეხვდება.

გავრცელებული ინფორმაციით, უსმან დემბელე, უორენ ზაირ-ემერი, ბრედლი ბარკოლა, დეზირე დუე, ლუკას ერნანდესი და ფაბიან რუისი ვარჯიშებს მხოლოდ ორშაბათს, ანუ შეხვედრამდე ორი დღით ადრე დაუბრუნდებიან და მათი მონაწილეობა სუპერთასზე ნაკლებად სავარაუდოა.

საკადრო პრობლემები აქვს „ასტონ ვილასაც“.

The Athletic-ის ინფორმაციით, შვეიცარიის ნაკრების ახალგაზრდა ვარსკვლავი იოჰან მანზამბი, რომელიც ამ ზაფხულს „ფრაიბურგიდან“ 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა ინგლისურ კლუბში, პსჟ-ს წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

20 წლის შემტევმა ნახევარმცველმა მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალის წინ, შვეიცარიისა და კოლუმბიის მატჩამდე, მუხლის ტრავმა მიიღო და გამოჯანმრთელება ჯერ კიდევ ვერ შეძლო.

გამოცემის ცნობით, მანზამბი რეაბილიტაციას ესპანეთში, ცნობილი სპეციალისტის იურდან მენდიგუჩას მეთვალყურეობის ქვეშ გადის.

The Athletic-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელი მოედანს კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ დაუბრუნდება, რის გამოც მისი ოფიციალური დებიუტი „ასტონ ვილას“ მაისურით გადაიდება.

ცნობისთვის, ასტონ ვილასა და პარი სენ ჟერმენის დაპირისპირება 12 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფეხბურთს რეპუტაცია მთლიანად შეულახა“ - ფიგუმ ინფანტინო გააკრიტიკა
„ფეხბურთს რეპუტაცია მთლიანად შეულახა“ - ფიგუმ ინფანტინო გააკრიტიკა