ბარსელონა, ხულიან ალვარესი, მადრიდის ატლეტიკო
Aa
Aa

ატლეტიკოს დირექტორი: “ან 490 მილიონს გადაიხდით, ან ალვარესი დარჩება“

დღეს, როგორც ცნობილი გახდა, ბარსელონას სპორტული დირექტორი დეკუ მადრიდში ჩაფრინდა, რათა ატლეტიკოსთან ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მოლაპარაკება გაემართა.

ჯერჯერობით უცნობია საუბრის დეტალები, მაგრამ ესპანური მედია როხიბლანკოს აღმასრულებელი დირექტორის, მიგელ ანხელ მარინის სიტყვებს ავრცელებს, რომელმაც თავისი მოსაზრება კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა.

მარინი:

„ალვარესის საკითხი პირადად ავიღე საკუთარ თავზე. დეკუ შეიძლება დონალდ ტრამპს შეხვდეს, დონალდ დაკს ან ვისაც უნდა, მაგრამ ეს ხულიან ალვარესს „ბარსელონასთან“ ერთი ნაბიჯითაც არ დააახლოებს.

ალვარესს „ატლეტიკოსთან“ მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს. თუ ვინმეს მისი შეძენა სურს, 490 მილიონი ევროს გამოსასყიდი თანხა უნდა გადაიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ჩვენთან დარჩება,“

— განაცხადა ხილ მარინმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, ბარსელონამ ატლეტიკოს 100-მილიონიანი ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა, თუმცა როხიბლანკოს პოზიცია ურყევია. თავად არგენტინელს კი ბლაუგრანას მაისურის მორგება სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები