არსენალი, ვინისიუს ჟუნიორი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

დღევანდელი მოლაპარაკება დასრულდა - ვინისიუსს რეალში დარჩენა სურს

მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავი ვინისიუს ჟუნიორი დღეს კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა, სადაც მხარეებმა ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებები გამართეს.

Sky Sports News-ის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ დადასტურდა, რომ ბრაზილიელი შემტევი კვლავ მადრიდულ კლუბში დარჩენას გეგმავს და მისი წასვლა ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის.

ვინისიუსს „რეალთან“ მოქმედი კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს, რის გამოც ბოლო პერიოდში მისი მომავალი აქტიურად განიხილებოდა.

25 წლის ფეხბურთელით ლონდონის „არსენალი“ ინტერესდება, თუმცა ამ დროისთვის ყველა ნიშანი იმაზე მიუთითებს, რომ ვინისიუსი კარიერას კვლავ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ლონდონური კლუბი ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს ყველა ფინანსური პირობის დაკმაყოფილებას ჰპირდება.

ვინისიუსს წლიურად ხელფასის სახით 30 მილიონი ევრო სურს, ხოლო რეალი მას 24-ს სთავაზობს. არსენალი კი როგორც უკვე მოგახსენეთ, აღნიშნული ანაზღაურების გადახდას ჰპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები