არსენალმა ბრუნო გიმარაეშის ტრანსფერი შეათანხმა
არსენალმა ნიუკასლიდან ბრუნო გიმარაეშის ტრანსფერი შეათანხმა. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მეთოფეებს კაჭკაჭებიდან ბრაზილიელი ნახევარმცველის ტრანსფერი 75 მილიონი ფუნტი დაუჯდებათ.
რომანო ამტკიცებს, რომ ყველაფერი 100%-ით გადაწყვეტილია და არსენალი გიმარაეშის ტრანსფერს ოფიციალურად კვირის ბოლომდე გამოაცხადებს.
28 წლის ბრაზილიელი ნიუკასლს 2022 წელს, ლიონიდან შეუერთდა და კლუბის მაისურით ჩატარებულ 195 მატჩში 31 გოლი გაიტანა და 32 საგოლე გადაცემა შეასრულა.