გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძის საგოლე პასი - ვილიარეალმა ლევანტეს მოუგო

„ვილიარეალი“ ლა ლიგის ახალი სეზონისთვის მზადებას აგრძელებს - მორიგ ამხანაგურ მატჩში გიორგი მიქაუტაძის გუნდი „ლევანტეს“ შეხვდა და 1:0 გაიმარჯვა.

ქართველი ფორვარდი მოედანზე 55-ე წუთზე გამოჩნდა, მე-60 წუთზე კარში დაარტყა, 62-ეზე კი საგოლე პასი მიითვალა, გოლი კი „ვილიარელიას“ ახალწვეულის, ლოგან კოშტას ანგარიშზეა.

8 აგვისტოს „ვილიარეალი“ კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს „გალათასარაის“ წინააღმდეგ გამართავს. 16 აგვისტოს კი ლა ლიგის ახალი სეზონიც დაიწყება: პირველ ტურში „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ გიორგი გულიაშვილის „რასინგს“ ესტუმრება.

ცნობისთვის, ბრიტანული გამოცემა The Athletic-ის ჟურნალისტმა და ანალიტიკოსმა, ალექსანდერ ბარკერმა „ბარსელონას“ გიორგი მიქაუტაძის გაფორმება ურჩია. ბარკერის მიხედვით, თუ „ბლაუგრანამ“ ხულიან ალვარესი ვერ შეიძინა, არჩევანი ქართველ ფეხბურთელზე უნდა შეაჩეროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქოჩორაშვილისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა | ახალი ინფორმაცია ესპანურ პრესაში
ქოჩორაშვილისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა | ახალი ინფორმაცია ესპანურ პრესაში