გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

იტალიური და ფრანგული კლუბების ვარიანტები | ახალი ინფორმაცია ქოჩორაშვილზე

გიორგი ქოჩორაშვილის სატრანსფერო საგა გრძელდება. El Desmarque-ის ჟურნალისტმა, დიეგო ოტერომ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა და აღნიშნა, რომ „სპორტინგის“ ქართველ ფეხბურთელს ახალი მსურველები გამოუჩნდნენ.

„სპორტინგი“ ქოჩორაშვილის იჯარის წესით გაშვებაზე თანახმაა, თუმცა ითხოვს, რომ მისი კონტრაქტის გამოსყიდვა, ხელშეკრულებაში ჩადებული კონკრეტული პუნქტების შესრულების შემდეგ, სავალდებულო გახდეს. გიორგის გაფორმებით „ხეტაფე“, „დეპორტივო“ და „სევილია“ ინტერესდებიან.

ოტეროს ინფორმაციით, ლა ლიგის წარმომადგენლების გარდა, ქოჩორაშვილს ერთი ფრანგული და ერთი იტალიური კლუბიც აკვირდება, რომელთა ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია. მსურველების მიუხედავად, პრობლემა იგივე რჩება: „სპორტინგის“ მოთხოვნების დაკმაყოფილება ყველას უჭირს.

ცნობისთვის, „სპორტინგმა“ ქოჩორაშვილი 5.5 მილიონ ევროდ იყიდა და მის სანაცვლოდ სწორედ ამ თანხის მიღება სურს. წარსულში ის „ლევანტეს“, „ჟირონას“, „სელტასა“ და „კასტელონს“ დაუკავშირეს. მას „ლომებთან“ კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 4 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შესაძლოა, ილიამ სათანადოდ ვერ დააფასა“ | მახაჩევი გეიჯისა და თოფურიას ჩხუბზე
„შესაძლოა, ილიამ სათანადოდ ვერ დააფასა“ | მახაჩევი გეიჯისა და თოფურიას ჩხუბზე