კაშიამ ვიტესის ახალი მაისური წარადგინა | 10 წელი ისტორიული წარმატებიდან
„ვიტესმა“ 2026/27 წლების სეზონის საშინაო მაისური წარადგინა, რომლის პრეზენტაციაშიც მონაწილეობა გურამ კაშიამ მიიღო. 2016/17 წლების სეზონში „ვიტესმა“ საკუთარ ისტორიაში ერთადერთი ტიტული მოიგო და ნიდერლანდების თასის გამარჯვებული გახდა.
ახალი მაისური სწორედ ამ ტრიუმფს ეძღვნება. 2026/27 წლების მაისურს 9 ყვითელი და შავი ზოლი და შავი საყელო აქვს. საშინაო ფორმა გუნდის ამჟამინდელმა კაპიტანმა, ალექსანდერ ბიუტნერმა და „ალკმაართან“ მიღწეული წარმატების ერთ-ერთმა შემოქმედმა, მაშინდელმა კაპიტანმა გურამ კაშიამ წარადგინეს.
Terug naar zondag 30 april 2017 ????
— Vitesse (@MijnVitesse) August 2, 2026
Thuistenue 2026|27 is vanaf nu verkrijgbaar via https://t.co/jh0H0jqPdK ???? pic.twitter.com/It9OaD9PyV
მაისურზე დატანილია რამდენიმე დეტალი, რომლებიც „ვიტესის“ გულშემატკივრებს „ალკმაართან“ 2:0 მოგებულ შეხვედრას ახსენებს. საყელოს შიდა მხარეს გამოსახულია კაშიას საკულტო ფოტო მოგებულ თასთან ერთად. საყელოს გარეთა მხარეს, შორტებსა და საფეხბურთო წინდებზე დატანილია თარიღი „30-04-2017“, როგორც 2017 წლის იმ ისტორიული დღის გახსენება.
მაისურზე დატანილია QR კოდიც. მისი დასკანერების შემთხვევაში, ფინალური შეხვედრის საუკეთესო მომენტების ხილვა შეგეძლებათ. ფეხბურთელთა გვარები და მაისურის ნომრები ზუსტად იმ ფონტითა და სტილშია გამოსახული, როგორც ფინალურ შეხვედრაში იყო.