გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ხულიან ალვარესის სამი ალტერნატივა | ბარსელონა მიქაუტაძესაც განიხილავს

Crónica Global-ი კატალონიური გამოცემაა, რომელიც ავტორიტეტული ესპანური გაზეთის, El Español-ის პარტნიორია და კატალონიაში ერთ-ერთ წამყვან ციფრულ გამოცემად ითვლება. Crónica Global-ის ჟურნალისტმა, არტურ ლოპესმა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა და „ბარსელონას“ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა. ლოპესმა „ბლაუგრანას“ გიორგი მიქაუტაძე დაუკავშირა და აღნიშნა, რომ კატალონიელები მას ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავენ.

დეკუ კიდევ სამ ტრანსფერს გეგმავს, რათა ბარსელონას რევოლუცია დაასრულოს

„„ბარსელონას“ მთავარი სამიზნე ხულიან ალვარესია. კატალონიელები მის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს იხდიან, თუმცა „ატლეტიკო“ თავისი საუკეთესო ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს. ჰანსი ფლიკის მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ ფერან ტორესი წასასვლელად ემზადება. მისით „პარი სენ-ჟერმენია“ დაინტერესებული და შესაძლოა, ფლიკი ნამდვილი ცხრიანის გარეშე დარჩეს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კლუბის სპორტული დირექტორი, დეკუ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო თვეს სამი გარიგების დახურვას შეეცდება.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრფორვარდის დამატებაა. „ბარსელონასთვის“ იდეალური ვარიანტი ხულიან ალვარესია, რომელსაც „კამპ ნოუზე“ გადასვლის დიდი სურვილი აქვს. ალვარესის ალტერნატივა ფერან ტორესთან კონტრაქტის გახანგრძლივებაა. გავრცელებული ინფორმაციით, თუ ალვარესის ტრანსფერი არ გამოვა, დეკუ ახალ ფორვარდს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიმატებს, თუ ფერანი წავა. ამის შანსი კი დიდია, რადგან მისით „პარი სენ-ჟერმენია“ დაინტერესებული.

სამი სათადარიგო ვარიანტი

სათადარიგო ვარიანტად, „ბარსელონას“ სპორტულ მენეჯმენტს ვანგელის პავლიდისი ჰყავს, რომელმაც 2025-26 წლების სეზონში 30 გოლი გაიტანა და „ბენფიკასთან“ კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს. დეკუ ასევე განიხილავს გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურას, რომელმაც „ვილიარეალში“ გატარებულ პირველ სეზონში 15 ბურთი შეაგდო. ქართველ თავდამსხმელს, რომელიც უფრო მობილური მოთამაშეა, „ვილიარეალთან“ ხელშეკრულება 2031 წლამდე აკავშირებს. დაბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს დუშან ვლაჰოვიჩი, რომელიც „ბლაუგრანასგან“ სიახლეებს ელოდება. ვლაჰოვიჩი მზადაა, ხელფასის შემცირებასაც დათანხმდეს“, — წერს Crónica Global.

სხვათა შორის, ბოლო დღეებში „ბარსელონასთან“ დაკავშირებულმა წყაროებმა სოციალურ ქსელებში გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დეკუ მიქაუტაძის აგენტს შეხვდა. ბუნებრივია, ამ ეტაპზე ეს არაფერს ნიშნავს, თუმცა საინტერესოა, მოვლენები როგორ განვითარდება. რაც შეეხება დანარჩენ ორ ტრანსფერს, „ბლაუგრანას“ მარცხენა მცველი და ცაცია ცენტრალური უკანახაზელი სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„განსაკუთრებული მსოფლიო არავის ჰქონია“ | აშერშურის მიხედვით, ოქროს ბურთი კვარამ უნდა მოიგოს
„განსაკუთრებული მსოფლიო არავის ჰქონია“ | აშერშურის მიხედვით, ოქროს ბურთი კვარამ უნდა მოიგოს