ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„შესაძლოა, ილიამ სათანადოდ ვერ დააფასა“ | მახაჩევი გეიჯისა და თოფურიას ჩხუბზე

UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა MMA Junkie-ის ინტერვიუ მისცა. მახაჩევს ჯასტინ გეიჯისა და ილია თოფურიას ორთაბრძოლაზე დაუსვეს შეკითხვა და ისლამმა განაცხადა, რომ MMA ძალიან სახიფათო სპორტია, რომელშიც ყველაფერი ხდება.

— გაგიკვირდა თუ არა, გეიჯიმ თოფურია რა სტილშიც დაამარცხა? ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს ჩხუბი ბევრად ახლო იყო, ვიდრე ხალხი ამბობდა...

„ადრეც მითქვამს და ჩხუბამდეც ვთქვი, რომ ჯასტინი ნამდვილი მეომარია. გამორიცხულია, ჩხუბი შეწყვიტოს და გეიჯის გასაჩერებლად მისი დანოკაუტებაა საჭირო. შესაძლოა, თოფურიამ იგი სათანადოდ ვერ დააფასა. არ ვიცი. ეს MMA-ია — აქ პატარა ხელთათმანებით ვჩხუბობთ და ძალიან სახიფათო სპორტია“.

შეგახსენებთ, რომ მახაჩევის მომდევნო მეტოქე იან მაჩადო გარია. მათი ორთაბრძოლა თბილისის დროით 16 აგვისტოს გაიმართება და ისლამი საჩემპიონო ქამრის დაცვას შეეცდება. მახაჩევისა და გარის ორთაბრძოლა UFC 330-ის მთავარი მოვლენაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს სწორედ ისაა, რაც მჭირდება“ | მერაბის ახალი მწვრთნელი და მზადება იანისთვის
„ეს სწორედ ისაა, რაც მჭირდება“ | მერაბის ახალი მწვრთნელი და მზადება იანისთვის