მათე ხატიაშვილი, მათე ყავლაშვილი
Aa
Aa

ხორვატიას 2 ქულით მოვუგეთ - U18-მა ევრობასკეტი მე-7 ადგილზე დაასრულა

საქართველოს U18 კალათბურთელთა ნაკრებმა U18 ევრობასკეტის B დივიზიონში ბოლო მატჩი მასპინძელი ხორვატიის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 2 ქულის სხვაობით, 83:81 დაამარცხა.

დასკვნით შეხვედრაში საუკეთესო მოთამაშე 16 ქულით მათე ყავლაშვილი გახდა, რომელსაც ასევე 1 მოხსნა და 1 ასისტი ჰქონდა. გამორჩეული იყო დავით ფაჩულიაც, რომელმაც მატჩი 14 ქულით, 7 მოხსნით, 4 ასისტითა და 1 ჩაჭრით დაასრულა. 13 ქულა, 7 მოხსნა და 14 ასისტი ჰქონდა მათე ხატიაშვილს, 11-11 ქულა სანდრო შერვაშიძესა და გიორგი დოხნაძეს, 8 ქულა ილია ქურდაძეს, 7 დავით ტრაპაიძეს, 3 საბა ფაჩულიას.

ამ მატჩში გამარჯვებით, საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა ტურნირი მეშვიდე ადგილით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები