ჰარი კეინი, ხვიჩა კვარაცხელია, როდრი, ლამინ იამალი
Aa
Aa

ხვიჩას გარეშე - The Independent-მა ოქროს ბურთის რეიტინგი გამოაქვეყნა

ბრიტანულმა ინტერნეტ-გამოცემამ, The Independent-მა „ოქროს ბურთის“ მოგების მთავარი ფავორიტები დაასახელა.

ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგების მთავარი ფავორიტად გამოცემა „მანჩესტერ სიტისა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველს, როდრის მიიჩნევს, რომელმას „ფურია როხასთან“ ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

საუკეთესო სამეულში ასევე მოხვდნენ ჰარი კეინი („ბაიერნი“ და ინგლისი) და ლამინ იამალი („ბარსელონა“ და ესპანეთი).

აღსანიშნავია, რომ The Independent-ის მიერ შედგენილ რეინტინგში ვერ მოხვდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგო და ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის MVP გახდა.

ათეული ასე გამოიყურება: როდრი, ჰარი კეინი, ლამინ იამალი, კილიან მბაპე, ლიონელ მესი, უსმან დემბელე, ერლინგ ჰოლანდი, ჯუდ ბელინგემი, მაიკლ ოლისე, ვინისიუს ჟუნიორი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოქროს ბურთი კვარას ეკუთვნის, იამალზე და კეინზე გამორჩეული იყო | აგბონლაჰორის შეფასება
ოქროს ბურთი კვარას ეკუთვნის, იამალზე და კეინზე გამორჩეული იყო | აგბონლაჰორის შეფასება