საბა საზონოვი
Aa
Aa

ოფიციალურად | საბა საზონოვი ხეტაფეს ფეხბურთელია

„ხეტაფემ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საბა საზონოვთან კონტრაქტი გააფორმა. ესპანურმა კლუბმა განცხადება გაავრცელა და საზონოვმა „ხეტაფეს“ გულშემატკივრებსაც მიმართა.

„ხეტაფემ“ შეთანხმებას მიაღწია საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველ საბა საზონოვთან, რომელიც მომდევნო სეზონისთვის კლუბს დაცვის ხაზის გასაძლიერებლად უერთდება. ცენტრალური მცველის მოსვლა ხოსე ბორდალასის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ტრანსფერია, რომელიც დაცვას ახალგაზრდულ ენერგიას, ფიზიკურ ძალასა და პოტენციალს შესძენს,­“— ნათქვამია განცხადებაში.

„მოგესალმებით, ყველას. მე საბა საზონოვი ვარ და ძალიან მიხარია აქ ყოფნა“, — აღნიშნა საზონოვმა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მცველი ბოლოს „ტორინოში“ თამაშობდა და გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. იწერება, რომ „ხეტაფეს“ კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის დამატება სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვამაყობთ, რომ ამ ეტაპზე ვართ“ | ლარნეს მთავარი მწვრთნელის კომენტარი
„ვამაყობთ, რომ ამ ეტაპზე ვართ“ | ლარნეს მთავარი მწვრთნელის კომენტარი