კილიან მბაპე, მადრიდის რეალი
Aa
Aa

ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა - მბაპე 2 კვირას გამოტოვებს

თურქეთთან მატჩის დროს, კილიან მბაპემ ტრავმის გამო სტადიონი ნაადრევად დატოვა. მიღებული დაზიანების შედეგად, ფრანგი სუპერვარსკვლავი მადრიდში დაბრუნდა.

დღეს, როგორც ცნობილი გახდა, კილიანმა გამოკვლევები ჩაიტარა და ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა.

მბაპეს მარცხენა მუხლის უკანა კაფსულის ჰიპერექსტენზია დაუდგინდა, რის გამოც ის მხოლოდ 2 კვირას გამოტოვებს.

შესაბამისად, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, მადრიდულ გრანდს სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ სამეფო კლუბს წინ მნიშვნელოვანი თამაშები ელის. ოქტომბრის თვეში ბლანკოსი ვილიარეალს, რომას, სევილიას, ლაიპციგს და ბარსელონას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები