გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

რომა აქტიურობს | ფროზინონე კვერნაძის სანაცვლოდ 25 მილიონს ითხოვს

გიორგი კვერნაძე იტალიური კლუბების ყურადღების ცენტრშია და მისი გადაბირებით „ნაპოლი“, „რომა“ და „ფიორენტინა“ ინტერესდებიან. ავტორიტეტულმა გამოცემამ, La Gazzetta dello Sport-მა დაასახელა თანხა, რომლის მიღებაც მის სანაცვლოდ „ფროზინონეს“ სურს.

La Gazzetta dello Sport წერს, რომ ყველაზე მეტად „რომა“ აქტიურობს. „ჯალოროსის“ ინტერესი სერიოზულია და შესაძლებელია, დედაქალაქურმა კლუბმა კვერნაძის გაფორმება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სცადოს. „რომას“ სპორტულ დირექტორს, ტონი დ’ამიკოს სწორედ კვერნაძისნაირი უნარების მქონე გარემარბის გადაყვანა სურს.

იტალიური გამოცემის მიხედვით, „ფროზინონეს“ სამომავლო გეგმებში კვერნაძის გაშვება არ შედის. „კანარინი“ მას საკვანძო ფეხბურთელად მოიაზრებს და მის სანაცვლოდ მინიმუმ 25 მილიონი ევროს მიღება სურს.

ცნობისთვის, კვერნაძეს „ფროზინონესთან“ კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 4 მილიონი ევრო იყო, მაგრამ მონაცემების განახლების შემდეგ გიორგის ფასი გაორმაგდა და 8 მილიონს მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველო ჩვენზე წინაა, მაგრამ აქ მოსაგებად ვართ“ | ჩრდილოეთ ირლანდიელთა კომენტარები
„საქართველო ჩვენზე წინაა, მაგრამ აქ მოსაგებად ვართ“ | ჩრდილოეთ ირლანდიელთა კომენტარები