„ქოჩორაშვილი დიდ სარგებელს მოგვიტანს“ - სევილიას ექსკაპიტანი
„სევილიას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, კოკემ ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას ანდალუსიელების ქართველ ნახევარმცველზე, გიორგი ქოჩორაშვილზე ისაუბრა.
„ქოჩორაშვილი პირველი მატჩიდან ეხმარება „სევილიას“, გუნდი მატჩებს იგებს, ფეხბურთელები უფრო თავდაჯერებულად მოქმედებენ. გიორგიმ ამ მატჩებში აჩვენა, რომ უნივერსალი ფეხბურთელია.
„ლევანტეში“ ვიყავი, როცა მას პირველ გუნდში დებიუტი ჰქონდა. გიორგი კარგი ბიჭია და მაშინვე ჩანდა, რომ პერსპექტივაში ის კიდევ უფრო მოუმატებდა.
ვფიქრობ, შარშან მას პორტუგალიაში საკმარისი სათამაშო დრო არ მიეცა, მაგრამ აქ, „სევილიაში“ ის დიდ სარგებელს მოგვიტანს. თანაც, ქოჩორაშვილი ყოველთვის ბოლომდე იხარჯება როგორც მოედანზე, ისე გასახდელში“.
ცნობისთვის, კოკეს „სევილიაში“ 173 მატჩი აქვს ჩატარებული. ანდალუსიელების ღირსებას ის 2011–2016 წლებში იცავდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ კოკესა და ქოჩორაშვილს ერთად „ლევანტეში“ უთამაშიათ, სადაც ესპანელი 2018-2022 წლებში ასპარეზობდა.