გიორგი კვერნაძე
Aa
Aa

გიორგი კვერნაძე სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა წარდგენილი

„ფროზინონეს“ ქართველი გარემარბი, გიორგი კვერნაძე სერია A-ს თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოზეა ნომინირებული. სერია A-ს ოფიციალურმა გვერდმა სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა და იტალიური ფეხბურთის ქომაგებს სთხოვა, სექტებრის მატჩებიდან თავიანთი ფავორიტი აირჩიონ.

კვერნაძის კონკურენტები დავიდე ფრატეზი (ლაციო), დანიელ მალდინი (კალიარი), დონიელ მალენი (რომა), ლაუტარო მარტინესი (ინტერი) და ადრიენ რაბიო (მილანი) არიან.

კვერნაძემ სექტემბერში მოედანზე 477 წუთი გაატარა. „ფროზინონეს“ ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე 3 გოლია. გიორგიმ სერია A-ს ზედიზედ სამ შეხვედრაში გაიტანა და „ვენეციას“, „ჯენოასა“ და „კომოს“ წინააღმდეგ გამოირჩა.

რაც შეეხება ხმის მიცემას, ქართველი ფეხბურთელის მხარდაჭერა ამ ბმულზე გადასვლით შეგიძლიათ.

ცნობისთვის, კვერნაძეს „ფროზინონესთან“ კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 4 მილიონი ევრო იყო, მაგრამ მონაცემების განახლების შემდეგ გიორგის ფასი გაორმაგდა და 8 მილიონს მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა საოცარი ფეხბურთელია, მაგრამ...“ - ჩრდ. ირლანდიაში ხვიჩაზე და საქართველოს ნაკრებზე ისაუბრეს
„კვარა საოცარი ფეხბურთელია, მაგრამ...“ - ჩრდ. ირლანდიაში ხვიჩაზე და საქართველოს ნაკრებზე ისაუბრეს