რუისი: ყველაზე მეტი ტიტული მოვიგე და რატომ არ უნდა ვოცნებობდე ოქროს ბურთზე?
„პსჟ-სა“ და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ფაბიან რუისმა „ოქროს ბურთის“ მოგების საკუთარ შანსებზე ისაუბრა.
- თუ ინდივიდუალურ მიღწევებზე ვისაუბრებთ, ჰორიზონტზე რაღაც განსაკუთრებული მოსჩანს - „ოქროს ბურთი“. ყველას თავისი არგუმენტები აქვს და ალბათ თქვენც, არა? რადგან ამას სავსებით რეალურ შესაძლებლობად მიიჩნევთ?
„რატომაც არა? სიმართლე რომ ვთქვათ, თუ გუნდური მიღწევებით ვიმსჯელებთ, მე ვარ ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე მეტი ტიტული მოიგო. მგონი, ბოლო რამდენიმე წელიწადში შვიდი დაგროვდა.
ძალიან კმაყოფილი ვარ ამ სეზონით და იმით, რისი მიღწევაც შევძელი: თავს საკვანძო მოთამაშედ ვგრძნობ როგორც „პსჟ-ში“, ისე ნაკრებში. ფეხბურთელისთვის ეს მნიშვნელოვანია, ჩემთვის კი განსაკუთრებით.
„ოქროს ბურთი“ ბრწყინვალე ჯილდოა, თითოეული ფეხბურთელი ოცნებობს მის მიღებაზე. სასიამოვნოა, რომ ჩემს სახელს პრეტენდენტებს შორის ასახელებენ და რომ ჩემმა შრომამ აღიარება მოიპოვა. ამიტომ, ვეცდები რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავო. და რატომ არ უნდა ვიოცნებო გამარჯვებაზე?“
- თქვა რუისმა.