„ვამაყობთ, რომ ამ ეტაპზე ვართ“ | ლარნეს მთავარი მწვრთნელის კომენტარი
„ლარნეს“ მთავარმა მწვრთნელმა, გარი ჰავერონმა „იბერია 1999“-სთან გასამართ დაპირისპირებაზე ისაუბრა. ამ გუნდების პირველი შეხვედრა 4 აგვისტოს არის დანიშნული და თბილისის დროით 23:00-ზე უნდა დაიწყოს.
„ცრვენა ზვეზდასთან მატჩში რეალისტები უნდა ვყოფილიყავით. ვეთამაშებოდით გუნდს, რომლის წლიური ბიუჯეტიც 90 მილიონი გირვანქა სტერლინგია და რომლის თავდამსხმელი, მარკო არნაუტოვიჩი, მსოფლიო ჩემპიონატიდან ახლახან დაბრუნდა. ჩვენთვის ამ ეტაპზე ყოფნა, რომელზეც ქართველებს ვხვდებით, ძალიან საამაყო მომენტია და კიდევ ერთი ნაბიჯია კლუბის ისტორიაში.
მწამს იმის, რომ თუ რაიმეს არ ცდი, ვერასდროს ვერაფერს მიაღწევ. ასე რომ, ვფიქრობ, უნდა სცადო და თუ მაინცდამაინც არ გაამართლებს, ყოველთვის შეგიძლია დაუბრუნდე იმას, რა მდგომარეობაშიც იყავი. თუ არასდროს ცდი, ვერც ვერასდროს გაიგებ.
ძალიან ახლოს ვართ, მეოთხე ევროპული საგზური დავკარგოთ. ჩრდილოეთ ირლანდიის მთელი ჩემპიონატი კოეფიციენტების რეიტინგს თვალს ადევნებს და ახლოს ვართ, ტოპ 50-ს მიღმა დავრჩეთ. მინდა მჯეროდეს, რომ NIFL (ჩრდილოეთ ირლანდიის საფეხბურთო ლიგა) ჩვენთან ერთად იმუშავებს, რათა მატჩების განრიგი სწორად გადანაწილდეს“.
ცნობისთვის, „ლარნე“ „ცრვენა ზვეზდასთან“ ორი მატჩის ჯამში 0:9 დამარცხდა. ჩრდილოეთ ირლანდიურმა კლუბმა მეტოქის კარისკენ მხოლოდ ორჯერ დაარტყა.