იბერია 1999, რუსთავი
Aa
Aa

Crystalbet ეროვნული ლიგა | იბერიამ რუსთავს მოუგო და ქულებით გაუთანაბრდა

Crystalbet ეროვნული ლიგის 27-ე ტურის მატჩში საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, „იბერია 1999“ დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე „რუსთავს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.

ანგარიში 42-ე წუთზე ვაჰიდ სელიმოვიჩმა გიორგი ჯინჯოლავას გადაცემის შემდეგ გახსნა, 83-ე წუთზე კი ამირან ძაგანიამ „რუსთავის“ კარში მეორე გოლი გაიტანა.

ამ გამარჯვებით, „იბერია 1999“-მა 46 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. ამდენივე ქულა აქვს „რუსთავს“, რომელიც მეორე პოზიციაზეა და თბილისურ კლუბს ბურთების უკეთესი შეფარდების გამო უსწრებს, თუმცა, „იბერია 1999“-ს კონკურენტებთან შედარებით ერთით ნაკლები მატჩი აქვს გამართული და სამი ქულის მოპოვების შემთხვევაში, ცხრილში პირველ ადგილზე გადაინაცვლებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ბათუმელებმა შანსი გამოიყენეს - ჩემპიონატს ახალი ლიდერი ჰყავს
    ბათუმელებმა შანსი გამოიყენეს - ჩემპიონატს ახალი ლიდერი ჰყავს