ისლამ მახაჩევი, იან მაჩადო გარი, მაიკლ მორალესი
Aa
Aa

„მისი შანსები ნულის ტოლია“ - მორალესის პროგნოზი

ქვესაშუალო დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბში ისლამ მახაჩევისთვის მეტოქის შერჩევის პროცესში იან მაჩადო გარისთან ერთად, მაიკლ მორალესის კანდიდატურაც ხშირად სახელდებოდა. თუმცა, დაუმარცხებელი ეკვადორელი მებრძოლი ჯერჯერობით სატიტულო ჩხუბის გარეშე დატოვეს და მხოლოდ იმას დასჯერდა, რომ დაღესტნელისა და ირლანდიელის ბრძოლას დააზღვევს. ვის მიიჩნევს ფავორიტად და როგორ დაპირისპირებას ელოდება, ამის თაობაზე დასმულ შეკითხვას მორალესმა საინტერესო პასუხი გასცა.

მაიკლ მორალესი

მაჩადო გარის შანსები მახაჩევთან ბრძოლაში ნულის ტოლია. ისლამის შეჩერებას მხოლოდ ისეთი მებრძოლი შეძლებს, რომელსაც ძლიერი დარტყმა აქვს, რის გამოც დაღესტნელის გამარჯვებაში 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ. ზუსტად ვიცი მახაჩევს რა გეგმაც ექნება - ის დარტყმებს განახორციელებს და პარალელურად ეცდება ირლანდიელს თეიქდაუნი შეუსრულოს. პარტერში სიტუაციას ისლამი მშვენივრად აკონტროლებს და ხუთივე რაუნდი მისი უპირატესობით წარიმართება, ან ბრძოლას ნაადრევად დაასრულებს და მაჩადო გარის დააფინიშებს. რაც შემეხება მე, ჩემპიონთან ჩხუბი მსურს. ამ ბრძოლის დაზღვევა რადგანაც მანდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ტიტულის პრეტედენტად მიმიჩნევენ. მახაჩევთან ბრძოლა მუდამ საშიშია, მაგრამ მე ასი პროცენტით მზად ვარ.

ცნობისათვის, 27 წლის მაიკლ მორალესს შერეულ ორთაბრძოლებში ჩატარებული 19 ორთაბროლიდან ყველა მოგებული აქვს, საიდანაც 14-ჯერ მოწინააღმდეგე დაანოკაუტა, ერთხელ საბმიშენით გაიმარჯვა, ხოლო 4 შემთხვევაში მოგებულად მსაჯების გადაწყვეტილებით გამოცხადდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს სწორედ ისაა, რაც მჭირდება“ | მერაბის ახალი მწვრთნელი და მზადება იანისთვის
„ეს სწორედ ისაა, რაც მჭირდება“ | მერაბის ახალი მწვრთნელი და მზადება იანისთვის