ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, ისლამ მახაჩევი, ხავიერ მენდესი, იან მაჩადო გარი
Aa
Aa

„შეხედეთ ილიას რა დაემართა“ | მახაჩევის მწვრთნელი თავდაჯერებულობასა და რეალობაზე

ისლამ მახაჩევის მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა იან მაჩადო გარისთან გასამართ ორთაბრძოლაზე ისაუბრა. მენდესმა თავდაჯერებულობასა და რეალობას შორის ბალანსის დაცვის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და მაგალითად ილია თოფურიას მარცხი მოიყვანა.

რა არის თქვენი პროგნოზი ამ ჩხუბთან დაკავშირებით?

„ორთაბრძოლა ხუთ რაუნდს გაგრძელდება და ხუთივე რაუნდს მოვიგებთ. ეს არასდროს შეიცვლება — არასდროს. ჩემი მებრძოლისადმი უსამართლო ვიქნები, თუ ისეთ პროგნოზს გავაკეთებ, რომელიც არარეალური მიმაჩნია. ეს არ ნიშნავს, რომ ისლამს ფინიშით მოგება არ შეუძლია, უბრალოდ არ მინდა, ასეთი პროგნოზი გავაკეთო.

შეხედეთ, ილია თოფურიას რა დაემართა. მან თავის ორთაბრძოლაზე ყველანაირი შედეგი ივარაუდა და ბოლოს, რაც ვნახეთ, ის იყო, რომ თვალბუდის ძვალი გატეხილი ჰქონდა და ყველა ადგილიდან სისხლი სდიოდა. დედააზრი ისაა, რომ რაც თოფურიამ თქვა და რაც მოხდა, ორი განსხვავებული რამ აღმოჩნდა. ილიას ჩხუბის კვალი მთელ სახეზე ეტყობოდა, ჯასტინ გეიჯის — არა.

როგორც მწვრთნელს, არ მინდა, ჩემი მებრძოლი ასეთ მახეში გაებას. ნუ იფიქრებ, რომ ეს იოლი გასეირნებაა. შესაძლოა, თოფურიას შემთხვევაში ეს უმეტესწილად ამართლებდა, მაგრამ ფაქტია, ამჯერად ასე არ მომხდარა.

მირჩევნია, ჩემს მებრძოლებს სხვანაირი აზროვნება ჩამოვუყალიბო. არ შეიძლება იფიქრო, რომ ყველა ბრძოლა მარტივი იქნება. ასე არ არის. თუ იფიქრებ, რომ ყველა ბრძოლა ძალიან მძიმე იქნება და ისე ივარჯიშებ, თითქოს უკიდურესად რთული ჩხუბი გელის, შესაძლოა ის იოლი სწორედ იმიტომ გახადო, რომ მაგრად მოემზადე. უნდა გახსოვდეს: გალიაში მხოლოდ შენ და ის ხართ. ღმერთი გამარჯვებას ერთ-ერთს არგუნებს — ან მას, ან შენ. შანსი იმისა, რომ მეტოქემ ნებისმიერ დღეს გძლიოს, რეალურია“.

შეგახსენებთ, რომ მახაჩევისა და გარის ორთაბრძოლა თბილისის დროით 16 აგვისტოს გაიმართება. ღონისძიებას ფილადელფია უმასპინძლებს და მისი თანამთავარი მოვლენა მაკენზი დერნისა და ჯილიან რობერტსონის დაპირისპირებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასეთი რამ არასდროს გამომიცდია“ | ჟალგირისის მწვრთნელის კომენტარი დინამოსთან მატჩზე
„ასეთი რამ არასდროს გამომიცდია“ | ჟალგირისის მწვრთნელის კომენტარი დინამოსთან მატჩზე