ანატოლი ბოისა
Aa
Aa

დრამატული მატჩი | 18-წლამდე ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა

საქართველოს 18 წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მე-5-8 ადგილებისთვის მატჩში რუმინელ თანატოლებთან დამარცხდა.

პირველი მეოთხედი რუმინელებმა 8-ქულიანი უპირატესობით მოიგეს (22:14), მეორეში კი ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა გუნდმა ჩამორჩენის შემცირება მოახერხა და დიდი შესვენების წინ ანგარიში რუმინეთის სასარგებლოდ 38:32 იყო.

მესამე მეოთხედში უპირატესობა კვლავ მეტოქის მხარეს იყო და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ ჩვენი ნაკრები 50:62 აგებდა, თუმცა მეოთხე მეოთხედში ქართველმა 18-წლამდელებმა მატჩში დაბრუნება მოახერხეს - დასრულებამდე 1:13 წუთით ადრე სხვაობა მხოლოდ 6 ქულა იყო (72:78). შეხვედრის გადამწყვეტი წამები უკეთესად რუმინელებმა ჩაატარეს და საბოლოოდ 81:74 გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრების რიგებში ყველაზე შედეგიანი ორმაგი დუბლით გიორგი დოხნაძე იყო (17 ქულა, 10 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება). დავით ფაჩულია გუნდს 13 ქულით, ხოლო მათე ხატიაშვილი - 12 ქულით დაეხმარა.

მე-7-8 ადგილებისთვის ბრძოლაში ბოისას გუნდი ხორვატიასა და უნგრეთს შორის დამარცხებულს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანდრო და მისი თანაგუნდელები სლოვენიაში ჩავლენ | დონჩიჩის ინიციატივა
სანდრო და მისი თანაგუნდელები სლოვენიაში ჩავლენ | დონჩიჩის ინიციატივა