ალექსანდარ ჯიკიჩი
Aa
Aa

4 მატჩი აგვისტოში - საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი ცნობილია

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები აგვისტოში 4 მატჩს ჩაატარებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ოფიციალურ მატჩებამდე, ნაკრები 19 აგვისტოს დახურულ ამხანაგურ მატჩში ლიბანს, 23 აგვისტოს კი ღია ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლებს.

ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპს მონტენეგროსთან (28 აგვისტო, თბილისი) და პორტუგალიასთან (31 აგვისტო, პორტუგალია) მატჩებით დაიწყებს.

საქართველო-ისრაელის თამაშის ბილეთების გაყიდვა 3 აგვისტოს, ხოლო საქართველო-მონტენეგროს თამაშის ბილეთების გაყიდვა 10 აგვისტოს, biletebi.ge-ზე დაიწყება.

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ორი ჯგუფის 3-3 საუკეთესო ნაკრები მოგება-წაგების ბალანსით მეორე ეტაპზე ერთ ჯგუფში ერთიანდება, საიდანაც მსოფლიო ჩემპიონატის პირველობის საგზურს ექვსიდან სამი საუკეთესო მოიპოვებს. ამ ეტაპზე ჯგუფს 11 ქულით ესპანეთი ლიდერობს, მეორე-მესამე ადგილებზე მყოფი უკრაინისა და მონტენეგროს აქტივში 10-10 ქულაა, ხოლო მეოთხე-მეექვსე პოზიციებს 9-9 ქულით პორტუგალია, საბერძნეთი და საქართველო ინაწილებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
U18 ევრობასკეტი | საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან დამარცხდა
U18 ევრობასკეტი | საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან დამარცხდა